გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტურშიც ნაჩვენები იქნება ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორიც იყო 8 ოქტომბერს. პრემიერი ამომრჩეველს 30 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც იქნება არჩევნების მეორე ტური, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამომრჩევლისადმი. მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა არჩევანის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენ წინ გვაქვს კიდევ მეორე ტური და მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობა საჭიროა“, -აღნიშნა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი : 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშილი : იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ