გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მაჟორიტარობის კანდიდატს დღეს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანია რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებით გრძელდება.

9 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერისმუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს.

პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ამბროლაურში გაიმართება.

პარტიამ კანდიდატები იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში უკვე დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიქარელი-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო