გიორგი კვირიკაშვილი: ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დუბაიში საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ა

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველლოში განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა, ის საუკეთესო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.

„ახლა კი, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელიც ფოკუსირებულია პროფესიულ განათლებაზე, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობაზე, რათა შეივსოს სიცარიელე შრომითი ბაზრის საჭიროებებსა და განათლების სექტორს შორის.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გეოგრაფიული მდებარეობისა და შესანიშნავი ბიზნესკლიმატის გათვალისწინებით. რა თქმა, უნდა განათლებული მუშა ძალა, ინფრასტრუქტურისა და ენერგიის დაბალი ღირებულება არის საქართველოს კონკურენტუანარიანობის მთავარი მტკიცებულება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე, პლენარულ სესიაზე Global Leaders Debate სიტყვით გამოსვლისას.

ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენარული სესიის დებატებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო ექსპერტი კორნელია მეიერი.

banner
წინა სტატიაშიბაგებში სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაჭრეს
შემდეგი სტატიასტავროპოლის მხარეში სამმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა