გიორგი კვირიკაშვილი: აბსურდია, ჩვენი მხრიდან სპორტსმენების, არანაირი დაფინანსება არ ხდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, “ქართული ოცნება” იმ პორტსმენებს აფინანსებს, რომლებიც გუშინ ზუგდიდის ინციდენტში მონაწილეობდნენ, სიცრუეა.

მისი თქმით, რაოდენ გამომწვევიც არ უნდა იყოს ოპონენტების ქმედება, სახელმწიფო ვალდებულია, არჩევნები მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე ჩაატაროს.

“ეს არის სრული აბსურდი. არანაირი დაფინანსება ჩვენი მხრიდან არ ხდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – რაოდენ გამომწვევიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში, ოპონენტების ქმედება, სახელმწიფოს გვაკისრია პასუხისმგებლობა, არჩევნები მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე ჩავატაროთ.

უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ ვუპასუხოთ არანაირ პროვოკაციას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს. პრევენციის კუთხით, მომხდარზე გამოძიება აუცილებელია, რომ მომავალში ასეთი ფაქტები თავიდან ავიცილოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმთავმსვლელები ევერესტიდან დაბრუნებისას დაიღუპნენ
შემდეგი სტატიაგორბაჩოვმა ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნების იდეას მხარი დაუჭირა