გიორგი კვირიკაშვილი: 8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება

tamar-chiqovaniსაზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის თამარ ჩიქოვანის შეკითხვაზე როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია და როგორ აპირებს გიორგი კვირიკაშვილი იმ უხერხული სიტუაციიდან გამოსვლას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ კონსულტაციები გრძელდება და იმედი აქვს რომ საერთო აზრამდე მისვლა მოხდება:
„8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განსაზღვრული იქნა. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა და სრული იურიდიული დეტალები არ იქნა მიწოდებული. ამიტომ განკარგულება გამოგზავნილი იქნა პრეზიდენტის მხრიდან, ამაში არაფერი არანორმალური არ არის, ინსტიტუციებს გვაქვს ნორმალური ურთიერთობა. იყო გარკვეული გაურკვევლობა, მაგრამ არა მგონია ეს კონფრონტაციად შეფასდეს. პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია და გავაგრძელებთ ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. შემდგომი კონსულტაციების შედეგად იმედი მაქვს რომ საერთო აზრზე მივალთ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ეროვნულ ინტერესებზე პოზიციას და ოპოზიციას თანამშრომლობა შეგვიძლია
შემდეგი სტატია“უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში”