გიორგი კვირიკაშვილი: 12 ათასი ოჯახი დაბინავდა ეს არის ჩვენი მოვალეობა

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 10:21

გიორგი კვირიკაშვილი: 12 ათასი ოჯახი დაბინავდა ეს არის ჩვენი მოვალეობა

2012 წლიდან დღემდე თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა მუდმივად და საკუთრებაში გადაეცა ფართი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“დღეს ჩვენ 209 დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს მუდმივ საკუთრებაში. 2012 წლიდან თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა მუდმივად და საკუთრებაში გადაეცა ფართი. 11 854 ოჯახია ეს უკვე. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ვალდებულება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ამ ადამიანებს ექნებათ მუდმივი, სტაბილური საცხოვრებელი”, – განაცხადა პრემიერმა.

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 10:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics