გიორგი კვირიკაშილი : იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ

სწორედ იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ატყდა არაჯანსაღი სპეკულაციები.

„აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური. ჩვენ გვქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიკური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა და ქვეყანამ მაოხდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებთ, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააგრძელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია. ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს არის უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. „ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მეორადი და მხოლოდ და მხოლოდ არის იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება“, – დასძინა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპრემიერი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის