გიორგი კვერენჩხილაძე : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დანიშნული მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უდის. როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ღონე უნდა მიმართონ იმისაკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად უზრუნველყოს მისი კონსტიტუციისმიერი ფუნქციის განხორციელება და ავტორიტეტის დაცვა, რაც პირველ რიგში თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებებში უნდა იყოს გამოხატული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია, ეს არის კონსტიტუციის უზენაესობის დაცვა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. თითოეულმა მოსამართლემ, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, ყველამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ეს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაა და შევეცდები გავაკეთო ყველაფერი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეესაბამებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს“, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

banner
წინა სტატიაშინოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია