გიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნდობით არ სარგებლობს

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნდობით არ სარგებლობს.

ამის შესახებ კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებებიც გაჩნდა. პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომელთა მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა პრეზიდენტის წინადადებებზე, ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა დაუყოვნებლივ განახორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – ფაქტია, რომ ის არ სარგებლობს, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს ნდობით, ამიტომ პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები კიდევ უნდა დამუშავდეს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოხდეს საბჭოს რეფორმირება”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი შემადგენლობით სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემასთან შეუთავსებელია.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძის როლს, გიორგი კვრენჩხილაძე განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემაში პრობლემები იყო, დღესაც არის და ყველა უნდა იყოს მობილიზებული, რომ აღნიშნული პრობლემები გადაწყდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

banner
წინა სტატიაშიბარათაშვილის ხიდთან მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია(video)ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადამ ექსტრემალურ ვითარებაში წარმატებით შეასრულა ურთულესი სამუშაო