გიორგი კვერენჩხილაძე – გაურკვეველია და კითხვებს ბადებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი უკვე მეხუთედ გადავადდა

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

გაურკვევლობას ბადებს, რატომ არ მოხდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ბოლო გადავადებიდან გასული 2-წლიანი პერიოდის რაციონალურად გამოყენება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
კვერენჩხილაძისთვის აღნიშნული მით უფრო გაურკვეველია იმ ფონზე, როდესაც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ამჯერად 20 თებერვლამდე, “სასამართლო რესურსების გაზრდის აუცილებლობისა” და “გარკვეული საბიუჯეტო რესურსების მოძიების აუცილებლობის” მიზეზით გადავადდა.
“მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების მიზეზად საკომიტეტო თუ პლენარული სხდომების დროს დასახელდა სასამართლო რესურსების გაზრდის, ასევე გარკვეული საბიუჯეტო რესურსების მოძიების აუცილებლობა, რის თაობაზეც საუბარია კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც. ამასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ბადებს რამდენიმე გარემოება, პირველ რიგში კი ის, თუ რატომ არ მოხდა დროის უფრო რაციონალურად გამოყენება და საჭირო მატერიალური თუ სამართლებრივი რესურსების მოძიება, როცა აღნიშნული ნორმის ბოლო გადავადებიდან თითქმის 2 წელია გასული. ასევე გაურკვეველია და კითხვებს ბადებს ისიც, რომ მოწმეთა დაკითხვის 2009 წელს მიღებული ახალი წესი უკვე მეხუთედ გადავადდა და ეს მოხდა იმ ფონზე, როცა საკითხი ეხება საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენას”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა
მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას გუშინ ხელი მოაწერა.
საქართველოში, მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1998 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი მოქმედებს. მიმდინარე წლის 31 დეკემბერს 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის ახალი წესი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში რამდენიმე დღის წინ მიღებული ცვლილებებით, 31 დეკემბრის ნაცვლად, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად 2016 წლის 20 თებერვალი განსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი – დღეს ისტორიული დღეა და რუსეთზე საუბარს არ ვაპირებ
შემდეგი სტატია„სამართალდარღვევა არავის ეპატიება“