გიორგი კოპაძე ახალციხეში მოწყობილი საკარანტინო ზონის მდგომარეობას გაეცნო

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საკარანტინო ზონაში, სასტუმრო „Grand Palace“-ის პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.
საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისათვის, რეგიონის მასშტაბით, აბასთუმნის გარდა, დამატებითი საკარანტინო ზონები მოეწყო ბაკურიანის სამ და ახალციხის ერთ სასტუმროში. კარანტინში მოთავსებულ არც ერთ პირს არ აღენიშნება ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საკარანტინო ზონები მკაცრად კონტროლდება ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან, 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი.
საკარანტინო ზონის დათვალიერების შემდგომ, დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნეს, რომ საკარანტინო ზონებში არსებული პირობები სრულად შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთიდან საქართველოში დღეს სპეცრეისი განხორციელდება და ქვეყანა ორი ტიპის სწრაფ ტესტს მიიღებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა