გიორგი კონდახაშვილი: სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველივე წუთებიდან იკვეთებოდა, რომ სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება ჰქონდა გადაწყვეტილი.

„დღეს ნიკა მელიასთან მიმართებით კი არ გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად საფრთხე შეუქმნეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მოლოდინი სასამართლოსთან მიმართებაში არ ყოფილიყო ასეთი, თუმცა გამართლდა.

ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სასამართლოში ძალიან მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა პოზიციები, წარგვედგინა ყველა ის სამართლებრივი არგუმენტი და საზოგადოებისთვის გაგვეხადა ნათელი, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, სასამართლო პირველივე წუთებიდან მოსული იყო იმ განწყობით, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ. ამაზე მეტყველებდა სპეცრაზმის მობილიზება ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია…
შემდეგი სტატიადიტო საძაგლიშვილი: ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების გამოცხადება სასამართლოს შენობაში