გიორგი კირთაძე – საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში აცხადებენ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო.

“საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო, მნიშვნელოვანია ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში, ყველა უბანზე „ქართული ოცნება“ ახდენს ბეიჯიანი ძველი ბიჭებით დაწყებული ყველა იმ ადამიანის კოორდინაციას, რომელიც ამ კამპანიაში ჩართული ჰყავდათ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საუბნო კომისიებმა მშვიდად იმუშაონ. დაიწეროს შემაჯამებელი ოქმები, ოქმებში აისახოს ის განწყობები და შედეგები, რაც მოხდა ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში. დასრულდება სიძულვილის ენა, პოლიტიკური და პარტიული ნიშნით დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს”, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

banner
წინა სტატიაშიმელია – გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა… ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: იმედი რომ ასეთ %-ს წერს, ნიშნავს, რომ გადაგლეჯილები არიან ყველა ამ ქალაქში