15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს თბილისში, სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10 სექტემბერს, 11 საათზე საქართველოში სომხეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან და ნიკოლ ფაშინიანის სახელზე შედგენილ წერილს საჯაროდ წაიკითხავენ, შემდეგ კი მას სომხეთის საელჩოს გადასცემენ.

შეგახსენებთ, გიორგი კინოიანი ერევანში 3 სექტემბერს დააკავეს. მანამდე, 2024 წლის ოქტომბერში, თვითაღიარებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” სასამართლომ, უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო, ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა და მასზე დსთ-ს ფარგლებში ძებნა გამოაცხადა.

უცნობია, როგორ და რატომ აღმოჩნდა კინოიანი ერევანში, ასევე უცნობია ერევანში დაკავების მიზეზი. რუსეთი კინოიანის ექსტრადიციას მოითხოვს – გააჩნია, რას უპასუხებს ოფიციალური ერევანი.

დღეს საელჩოსთან შეკრებილები სომხეთს მიმართავენ თხოვნით, არ დაუშვას გიორგი კინოიანის ექსტრადირება რუსეთში, რადგან იქ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში კამიკაძე-დრონების ორი ჯგუფი შეიჭრა, ისინი გამანადგურებლებმა ჩამოყარა
შემდეგი სტატია“ყველა რუსული დრონი განადგურებულია” – პოლონეთის შეიარაღებული ძალები