გიორგი ხვედელიანის განცხადებით კულტურის სამინისტროში უკულტურო მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოლიტიკური წმენდა დაიწყო!

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

სამწუხარო ფაქტისა და დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც კულტურის სამინისტროში მოხდა და თეა წულუკიანმა ჩაიდინა. პოლიტიკური გათავისუფლება კულტურის სამინისტროში ნინო ახალაიათი დაიწყეს, რომელიც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე კვალიფიციური კადრია, რომელიც წლების განმავლობაში კარიერულად იზრდებოდა. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის, განახლებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრ მანუჩარ ახალაიას და არის. მანუჩარი, როგორც იცით, დევნილების პრობლემებზე აქტიურად მუშაობს , ბოლო პერიოდში მან რამდენიმე აქცია გამართა იუსტიციის სამინისტროსთან, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების წინასწარ რეგისტაციას მოითხოვს, რასაც ჩვენი ქვეყნისა და დევნილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მანუჩარმა პარტიის სახელით იუსტიციის სამინისტროსში წერილი შეიტანა და კონკრეტულ პასუხს ითხოვდა, რატომ არის აღნიშნული პროცესი გაჩერებული. წერილზე პასუხად კი დის სამსახურიდან გათავისუფლების დოკუმენტი მიიღო.

მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, საჯარო სამსახური დაცლილი იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნითა და ბიუროკრატია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული იყოს.

ქალბატონი წულუკიანი თანამშრომლებს მათი და მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო უკანონოდ ათავისუფლებს. თქვენ გახსოვთ ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის მაგალითი, კულტურის მინისტრად დანიშვნისთანავე წულუკიანი დაგვპირდა, რომ დაინტერესდებოდა განსხვავებული აზრებით და უკვე კულტურის სამინისტროში პოლიციური მართვის სტილის დამყარება დაიწყო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ნინოს გათავისუფლებას გავასაჩივრებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ-აღნიშნულია პარტია ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებასი.

banner
წინა სტატიაში„ღმერთმა გემრიელად გამყოფოთ“ – „კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია მაღალმთიან აჭარაში გამართა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში