გიორგი ხვედელიანი – მნიშვნელოვანია, რომ 15 მაისს აქციაზე ვიყოთ ბევრნი, არ გავჩერდებით ცვლილებებამდე

მნიშვნელოვანია, 15 მაისს ვიყოთ ბევრი ადამიანი, რომლებიც კიდევ ერთხელ ვეტყვით ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვინდა ცვლილებები და არ გავჩერდებით ცვლილებებამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებენ, რომ რეგიონსი მოსახლეობასთან შეხვედრები გამართონ.

„გეგმა არის შემდეგი, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვართ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, რომლის წინააღმდეგაც გვჭირდება გაერთიანება და ძალის ჩვენება. ის, რომ ჩვენ სხვადასხვა სახლში ვართ გამაგრებულები მილიონი პრობლემით, ზოგიერთი სოციალურად დაუცველი, ზოგიერთი სტატუსშეჩერებული, ეკონომიკური სიდუხჭირის წინაშე მყოფი, მარტო სურვილი, რომ გვინდა, ეს რეალობა დასრულდეს, საკმარისი არ არის, რადგან დღეს გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ითვლის ჩვენს თავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, 15 მაისს ვიყოთ ბევრი ადამიანი, რომლებიც კიდევ ერთხელ ვეტყვით ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვინდა ცვლილებები და არ გავჩერდებით ცვლილებებამდე. ვაპირებთ მუშაობას, რომ ვიაროთ რეგიონებში, ვატაროთ კამპანია“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი – დარწმუნებული ვარ, ჩემი გატაცების ბრძანება ივანიშვილმა გასცა
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძეს – შენნაირ „განათლებულ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს