გიორგი ხვედელიანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, მისი პარტიისთვის ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიმართ ხელისუფლების პასუხი მიუღებელია.

ხვედელიანის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამოვიდნენ, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ყველაფერი ის, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდებში აკეთებს, არის უკანინო, მან საკუთარ სახლში მისასვლელი გზებიც კი გადაუკეტა პროტესტანტებს, ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ სწორი მოთხოვნები აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს, მათ უნდა იცოდნენ ჩვენი პოზიცია, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მათ ბრძოლას მივიჩნევთ სამართლიანად, ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმგვარი, როგორიც მათ დასჭირდებათ.

ყველა ნეიტრალური არბიტრი ამბობს და ადასტურებს, რომ ნამახვაჰესის დღევანდელი პროექტი, რომელსაც გვთავაზობს სახელმწიფო, არ არის ჩვენი სახელმწიფოსთვის მომგებიანი. სიძულვილის ენა, რომელსაც სახელმწიფო ამ ადამიანების წინააღმდეგ ახორციელებს, ძალოვანი უწყებები ყიველდღიურად პროვოკაციებს გეგმავენ ამ ადამიანების წინააღ,დეგ, არის სრულად მიუღებელი და ამ მორალურ კატასტროფაში მყოფ პოლიტიკურ სისტემას ძალიან ადეკვატური პასუხი გასცა როგორც მაკა სუაძემ, ასევე ვარლამ გოლეთიანმა, რომლებმაც მორალურ კრიზისში მყოფ სისტემას დაანახეს, როგორ გამოიყურება ღირსება. აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

banner
წინა სტატიაში“დიქტატორ ერდოღანზე” განცხადებების შემდეგ თურქეთმა იტალიური პროექტები შეაჩერა
შემდეგი სტატიამიხაილო სამუსი – აშშ-ს შეუძლია, ნატო-ს უახლოეს სამიტზე გამოვიდეს წინადადებით, რომ საქართველოსა და უკრაინას გადასცენ წევრობის სამოქმედო გეგმა