გიორგი ხოჯევანიშვილი – მმართველ გუნდს მოვუწოდებდი, მოუკლონ ჩვენთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი დღითიდღე უმატებს ყალბი ინფორმაციების ტირაჟირებას, მათ მოვუწოდებდი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოუკლონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ჩვენთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„გიორგი გახარიას არ უთქვამს, რომ არავინ იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტში, მას არ დაუსახელებია სახელები და გვარები, მასვე უნდა ჰკითხოთ, თუ კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს მისი ნათქვამი“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მათი პარტიის, „საქართველოსთვის“ გამოჩენის შემდეგ, ყველა მათ ოპოზიციაშია.

„იმ დღიდან, რაც ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური აქტიურობა, ყველა ჩადგა ჩვენს ოპოზიციაში, ერთი მხარე გვაბრალებს „ნაცებთან“ მოკავშირეობას, მეორე მხარე „ქართულ ოცნებასთან“. ვფიქრობ, რომ ეს ორივე არის აბსოლუტურად მცდარი მიდგომა, საზოგადოება დღითიდღე ხედავს და ამაში რწმუნდება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიაბულგარეთში სამხედრო წვრთნებისას გამანადგურებელი შავ ზღვაში ჩავარდა