25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

გიორგი ხიშტოვანი: საქართველო რუკაზე “ნაცრისფერ ზონად” ყალიბდება

Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს საეჭვო კაპიტალის მოძრაობას უკავშირდება, ხოლო თავად ქვეყანა „ნაცრისფერ ზონად“ იქცევა.

„ჩამოვყალიბდით უკვე ნაცრისფერ ზონად რუკაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოკვეთილი საერთაშორისო საფინანსო სისტემისგან… ამის კაპიტალიზებას ახდენს დღეს ‘ქართული ოცნების’ ლიდერშიფი ერთი მხრივ, რომ რაღაცა ტიპის ეკონომიკური აქტივობა აჩვენოს ქვეყანაში და მეორე მხრივ, გაიმდიდროს საკუთარი თავი”_ ამბობს გიორგი ხიშტოვანი ტვ პირველთან.

ხიშტოვანის თქმით, ეს კრიპტოპლატფორმები მხოლოდ აისბერგის წვერია და რეალური შემთხვევების რაოდენობა, შესაძლოა, ათჯერ ან ასჯერ მეტი იყოს. კაპიტალის ეს მოძრაობა რუსეთისთვის, მისი სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პროდუქტებით (მაგალითად, მეორადი მანქანებით) ვაჭრობა.

ეკონომისტი განმარტავს, რომ ეს პროცესი ქვეყნის რეალურ განვითარებას ხელს არ უწყობს. საქართველოს ეკონომიკა, ფაქტობრივად, მხოლოდ იმით სარგებლობს, თუ როგორ შეიტანოს და გამოიტანოს რუსეთიდან პროდუქცია და საეჭვო კაპიტალი. ვინაიდან ეს ზრდა ეფუძნება არა წარმოებას ან რეალურ ინვესტიციებს, არამედ ფინანსურ მანიპულაციებს „ნაცრისფერ ზონაში“, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება და უმუშევრობა პირიქით — იზრდება.

ინფორმაციითვის, საქართველო მორიგი საერთაშორისო ფინანსური სკანდალის ცენტრშია. გავლენიანი გამოცემა Financial Times-ის (FT) ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობს, რომელიც, შესაძლოა, საქართველოდან მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხოს.

banner
წინა სტატიაში10 წელი ივანიშვილის დაცვაში- ვინ არის შს მინისტრის ახალი მოადგილე
შემდეგი სტატია“გამიზნულად გავაკეთე”- რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში