13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

გიორგი ყიფშიძე: როდესაც ჩინოვნიკი დაპირებას ვერ ასრულებს, ეგრევე უნდა მოიხსნას — მთელ მთავრობას ეხება ეს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლის მოულოდნელად დახურვას ვიდეომიმართვით ეხმაურება. მსახიობის თქმით, მხოლოდ გუშინ საღამოს შეატყობინეს, რომ ბავშვი მეორე დღეს სკოლაში აღარ მიეყვანა, რადგან შენობა სარემონტოა და შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.

ყიფშიძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ჩინოვნიკი, რომელიც მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებას ვერ ასრულებს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს და საზოგადოებას განმარტება მისცეს.

„რატომ ბრაზდებიო და ა.შ… აი, გუშინ რაზეც ვილაპარაკე — კვებაზე და ვიღაცები წერდნენ, სამაგიეროდ, სკოლებია გარემონტებულიო… გუშინ საღამოს დამირეკეს, პეტრიაშვილზე თქვენი ბავშვი არ მოიყვანოთ ხვალ სკოლაშიო, აღმოჩნდა, რომ სკოლა სარემონტოა და შეიძლება დაენგრეთ თავზე, ახლა გადანაწილდებიან სხვადასხვა სკოლებში.

აი, ეგეთი რაღაცების გამო, როდესაც ვიღაც ჩინოვნიკი რაღაცას გპირდება და მერე აღმოჩნდება, რომ ეგ ვერ შესრულდა, ეგრევე უნდა მოიხსნას. უნდა მოიხსნას და ახსნა-განმარტებების კორიანტელი უნდა გვაბაროს, რატომ ვერ ქნა ის, რასაც შეგვპირდა — სხვა შემთხვევაში არაფერი გვეშველება. პრემიერ-მინისტრებს მილიონები კარგად აქვთ და სკოლაზეა საუბარი… ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში, მთელ მთავრობას ეხება ეს“, — აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

banner
წინა სტატიაშიგეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
შემდეგი სტატიაშარაშიძე: ჩვენი აკრძალვის ინიციატივა, დიდი ალბათობით, ანექსიის პროცესზე ჩვენს აქტიურობას უკავშირდება