გიორგი ყავლაშვილი – არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ განაცხადა „რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა, რომელმაც ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენების საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართა.

როგორც ყავლაშვილმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის „ინტერმედიასა“ და ნიკა გვარამიას საზიანო გადაწყვეტილებებით ტელეკომპანიას ათეულობით მილიონი ზარალი მიადგა.

„უფრო კონკრეტულად, საუბარია 30-დან 50 მილიონი ლარის ზიანზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ „ინტერმედიას“ სამწლიანი მუშაობის განმავლობაში მიადგა. საუბარია 2015-16 და 17 წლებში განხორციელებულ ქმედებებზე“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

მისი განმარტებით, საუბარია კომპანია „ინტერმდიაზე“, რომელიც „რუსთავი 2“-ში რეკლამას ყიდდა და შემდეგ შემოსავლებს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე დაშვებულია, აძლევდა ტელეკომპანიას. ადვოკატის თქმით, თ რაში სჭირდებოდა მსგავსი ტიპის მომსახურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, ეს კიდევ განხილვის საკითხია.

შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ პასუხისმგებლობა „ინტერმედიას“ ხელმძღვანელობასაც დაეკისროს, ადვოკატმა განმარტა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩაითვლებიან თუ არა ნიკა გვარამია და „ინტერმედია“ თანამზრახველებად „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების საქმეზე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისთვის 87 ათასი 112 ლარი დახარჯა – გოგი წულაია
შემდეგი სტატია,,თანამდებობის პირების განცახადებები, ლარის გაუფასურებაზე ოროსანი მოსწავლის პასუხს გავს”