გიორგი ხატიძე : ორპარტიული კანონპროექტი, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 27, 2018 12:18

გიორგი ხატიძე : ორპარტიული კანონპროექტი, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას

საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ინიცირებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, უმნიშვნელოვანეს დატვირთვას ატარებს ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთიერთობათა კომიტეტის წევრი გიორგი ხატიძე.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მართავს ვაშინგტონში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე.

„საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ საკითხებში, ჩვენ ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან“, – აცხადებს დეპუტატი.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარუდგინეს.

კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 27, 2018 12:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics