გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3 000-3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისი საქალაქო სასამართლომ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა. მოსამართლემ ორივე მათგანს 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

ბრალდების მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ, 2 თებერვალს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ისინი 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს. გამოძიება ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.

banner
წინა სტატიაშიესტონეთმა უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო