გიორგი ხარჩილავა: თავისუფლება უნდა გიყვარდეს, რომ მისთვის თავი გაწირო

რუსთავის სატუსაღოში მიხეილ სააკაშვილის გვერდით საკანში ქართული თემიდა ტუსაღობს, მეორე საკანში ქართული დემოკრატია ტუსაღობს. მიშა შიგნიდან და ჩვენ გარედან დავანგრევთ ამ კედლებს, რასაც საქართველოს სატუსაღო ჰქვია, – ამის შესახებ წალენჯიხის არჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა, „მან უკვე იცოდა, რომ სატუსაღოში, როგორც ქვეყანაში მოდიოდა“.

„ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, რომელიც არის შეთანხმება, მოქალაქეების შეთანხმება. ჩვენ ვთმობთ ჩვენს თავისუფლებას სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენ მივდივართ არმიაში, ვმსახურობთ პოლიციაში, ვქმნით პროდუქციას, ვქმნით ინსტიტუტებს, რათა სახელმწიფო განვითარდეს და სახელმწიფოში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო განავითაროს, ხოლო ოლიგარქია მთლიანად იტაცებს ამ ინსტიტუტებს. ოლიგარქიამ მთლიანად წაიღო სახელმწიფო, წაიღო ინსტიტუტები, წაიღო სასამართლო, რომელიც ადამიანებს და სახელმწიფოს შორის უნდა იდგეს და მოგვადგა ჩვენ, ადამიანებს ჩვენი პირადი თავისუფლების წასართმევად, როგორც ხმის, როგორც არჩევანის წასართმევად.

თავისუფლება უნდა გიყვარდეს, რომ მისთვის თავი გაწირო. თავისუფლება უნდა იცოდე და გქონდეს, რომ ის დაკარგო. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა, მან უკვე იცოდა, რომ სატუსაღოში, როგორც ქვეყანაში მოდიოდა. დღეს მასთან, რუსთავის სატუსაღოში, გვერდით საკანში ქართული თემიდა ტუსაღობს, მეორე საკანში ქართული დემოკრატია ტუსაღობს და მიშა შიგნიდან და ჩვენ გარედან დავანგრევთ ამ კედლებს, რასაც საქართველოს სატუსაღო ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

banner
წინა სტატიაშიგახსოვს, რომ იძახდი, გივიმ იცისო? ხოდა ის ყველაფერი ისევ ვიცი-გივი თარგამაძის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს
შემდეგი სტატიამამაუკა ხაზარაძე: მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში