გიორგი ხარჩილავა: “საფრთხობელების ომი”

xarchilava1კონკრეტული იდეის ირგვლივ ამომრჩევლის კონსოლიდაციის მეთოდი ნაცადი პიარსვლაა, მაგრამ დებატების, საჯარო განხილვების კულტურის არმქონე საზოგადოებაში პოლიტიკური ძალის მიერ წარმოდგენილი იდეა, შეიძლება, სულაც არ იყოს ღრმად ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური. არამედ, იყოს ვულგარულად პრიმიტიული და ემოციებზე გათვლილი. ჩვენს შემთხვევაში, ეს საარჩევნო “იდეა საფრთხობელა”გნებავთ სატყუარა პირველად “ოცნებამ”გამოიყენა: ან ვირჩევთ”ოცნებას” ან “ნაციონალური მოძრაობის”დაბრუნდება ხელისუფლებაში.
ამ იდეა-საფრთხობელას კულტივირებისთვის შეიქმნა ილუზია, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა იყო “ნაციონალური მოძრაობა” (და არა საზოგადოება): განახლდა ნეგატიური შთაბეჭდილებები (მედია, კინორეჟისურა, ფარული ჩანაწერები), მოხდა პოტენციური მესამე ძალის პირადი ვენდეტით (ალასანია,ბურჭულაძე) სრული პარალიზება.
შედეგად მოხდა საზოგადოების სრული პოლარიზება (რაც იდეაში ასევე აწყობდა “ნაციონალურ მოძრაობას”).
ამ “იდეა საფრთხობელამ” – “ნაციონალური მოძრაობის”დაბრუნების საფრთხემ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ერთ ნაწილს ხმა “ოცნებაზე” (ნაკლებად ცუდზე) მიაცემინა, ხოლო მეორე ნაწილი (მესამე ძალის დისკრედიტაციის შემდეგ) სახლში დარჩა.
შედეგად-ამომრჩევლის 1/4-ით მხარდაჭერილი “ოცნება” პარლამენტში მიიღებს მანდატების 3/4-ს.
მეორე ტურში უკვე “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოვიდა იდეა-საფრთხობელა: “ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა დამღუპველია ქვეყნისთვის და ამიტომ ამომრჩეველმა ხმა არ მისცეს “ოცნებას” (ანუ მისცეს “ნაციონალურ მოძრაობას”).
ესეც მორიგი”იდეა-საფრთხობელაა” და გათვლილია საზოგადოებრივი აზრის საკუთარ სასარგებლოდ ფორმირებაზე, რათა მათ რამდენიმე დეპუტატით მეტი გაიყვანონ, თორემ თვითონაც კარგად იციან, რომ:
1) საკონატიტუციო უმრავლესობა სრულიად კანონიერი რეალობაა და დამოკიდებულია ამომრჩევლის ნებაზე;
2) საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც თეორიული საფრთხე, სწორედ მათსავე მოღვაწეობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება;
3) მათ უნდათ მოიპოვონ პოლიტიკური (იქნებ ეკონომიკურიც) ვაჭრობის ბერკეტი ყოველი ახალი საკონსტიტუციო ცვლილების წამოწევის დროს;
ორივე მხრიდან “საფრთხობელების ომი” ღრმა დებატების გარეშე მიმდინარეობს და როყიო შეპასუხებებით შემოიფარგლება.

რა უნდა ქნას ამომრჩეველმა?

მე თუ მკითხავთ,მას შემდეგ,რაც”ნაციონალურმა მოძრაობამ”( თავზე გადატეხილი ყუთების მერე) მეორე ტურში მონაწილეობის და ამ პარლამენტში შესვლის უპრინციპო გადაწყვეტილება მიიღო,იქ უკვე ერთეულებით მეტნი იქნებიან,თუ ნაკლებნი,ეს არაფერს შეცვლის,რადგან ან იმაში ტყუიან,რომ არჩევნები გაყალბდა,ან გამყალბებლების სცენარში ეწერებიან ;ამასთან:
1)“ოცნებას”ასეთი საპარლამენტო უმრავლესობის და სასამართლოში მურუსიძის მერე ერთი მედიაღა დარჩა და ავტორიტარიზმის დამყარებას ხელს არაფერი უშლის,მითუმეტეს,ვერ შეუშლის კომფორმისტული გამთეთრებელი უმცირესობა,ანუ,საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხი ხელოვნურად შემოგდებული თემაა;

2)პარლამენტს შიგნით აბსოლუტურ უმცირესობაში ნაციონალურო მოძრაობის სრულიად უშედეგო ხმაური ვერ გადაფარავს ამ არჩევნების გათეთრებას,იგი დაკარგავს აგრესიულ ელექტორატს.მოშიშვლდება საზოგადოებრივი პროტესტის ფრონტიც,სადაც (რუსული პოლიტიკის აუცულებლად გაძლიერების ფონზე)შანსი მიეცემათ პროდასავლურ ძალებს საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციისა.
არჩევნების შედეგებმა ახალ საფეხურამდე უნდა აიყვანოს სამოქალაქო საზოგადოების შემეცნების,პასუხისმგებლობის,ჩართულობის დონე.
სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისას(“ოცნების” ავტორიტარიზმი თუ”ნაციონალების”მოძლიერება)ხმა მაინც ხალხმა უნდა ამოიღოს და ბრძოლა მიიღოს;
ნებისმიერი საკონსტიტუციო ინიციატივის მიღება უნდა გახდეს საზოგადოებრივი აზრის კონსესუსის შედეგი და უმრავლესობას საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საშუალება (პრეზიდენტის ინსტიტუტი,პარლამენტის ადგილმდებარეობა თუ სხვა)საკითხები საკუთარ ხუშტურზე მოირგოს;

მოკლედ…არჩევნები დამთავრებულია…მეორე ტური დემოკრატიულობის ანტურაჟია მხოლოდ და ბოლო წერტილია დიადი გაყალბების სცენარში..და ამ წერტილს ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ხელით დაუსვამს..
მეორე ტურში ხმა მიეცით არა პარტიებს,არამედ პიროვნებებს,მათ ბიოგრაფიებსმათ დამსახურებას და მომავლის ხედვას..მაჟორიტარიზმის არსიც ესაა..ან:
ხმის მიცემაა ისიც,რომ საარჩევნო უბანზე მისულებმა არავის მისცეთ ხმა..ან:
ბოიკოტიც არჩევანია;
გააკეთეთ თქვენი არჩევანი!

ნუ შეგვაშინებს მოვლენების ნურც ერთი განვითარება…
 ნუ წამოვეგებით საფრთხობელების ომს!!!!!
  პ.ს: პირადად ჩემთვის და ჩემი შტაბისთვის (ეს)არჩევნები დამთავრებულია.

გიორგი ხარჩილავა

banner
წინა სტატიაშისომეხი მოქალაქის გამო უკრაინა ბელორუსიის თვითმფრინავს გამანადგურებლებით დაემუქრა
შემდეგი სტატიამარნეულის 48-ე უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს