გიორგი ხარჩილავა: “ქართული ოცნება” პოლიტიკური ნანადირევის გარეშე დარჩა (ვიდეო)

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ქალაქის მერი, გია ხარჩილავა ფეისბუქით ეხმაურება და კორნელი სალიას წარმატებას უსურვებს:

წალენჯიხის მოსახლეობას!

საკრებულოს ფორმირება დაწყებულია. ვულოცავ ბ-ნ კორნელი სალიას მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვან, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას და ვუსურვებ მას და მთლიანად, მუნიციპალიტეტს, შედეგიან, დასამახსოვრებელ, წარმატებულ მოღვაწეობას.” წერს ხარჩილავა.

შეგახსენებთ, წალენჯიხის საკრებულოს გახარიას პარტიის წევრი უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც ოპოზიციური თვითმმართველობაა.

 

https://youtu.be/bde-KlfQdz0

 

banner
წინა სტატიაშიმსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაწყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება