გიორგი ხარჩილავა: მოექცეს ყველა ჩვენთაგანის შესაძლებლობები დიადი მიზნის-წალენჯიხის ბევრად უკეთესი ხვალინდელი დღის-მისაღებად საკუთარი პოზიციებიდან

“დღევანდელმა შეხვედრამ NDI-სთან დაადასტურა ის მოლოდინები,რასაც დემოკრატიული საზოგადოება წალენჯიხაში თვითმმართველობის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში მოელის-თანამშრომლობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შორის,პლურალიზმი,კოალიციური თვითმმართველობა,სრული გამჭვირვალეობა,და,რაც მთავარია,ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში…
შექმნილ ვითარებაში,როცა წალენჯიხაში განვითარების პროცესები მხარდაჭერილ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების,არასამთავრობო სექტორის,ბიზნესის წრეების,ემიგრაციის,წარმატებული ადამიანების მიერ და ეს სიკეთეები მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მიიღოს წალენჯიხის მოსახლეობამ,ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მერიაში,საკრებულოში,საქმეზე ორიენტირებული,მომავლის საჭიროებებზე გათვლილი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ამავე ფონზე პოლიტიკური ეთიკის ნაწილი გახლდათ ოპონენტი მხარის,გოგა გულორდავას მიერ შედეგების აღიარება და მოლოცვა,პარლამენტის წევრის,ირაკლი ზარქუას დეკლარირებული საქმიანი მხარდაჭერის სურვილი და მთლიანობაში,დამდგარი აუცილებლობა-მოექცეს ყველა ჩვენთაგანის შესაძლებლობები დიადი მიზნის-წალენჯიხის ბევრად უკეთესი ხვალინდელი დღის-მისაღებად საკუთარი პოზიციებიდან.
ეს რეალობა თქვენ შექმენით,ძვირფასო წალენჯიხელებო!

ამიტომ ყოველი ადგილობრივი პოლიტიკოსის ვალია თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა და გარღვევის ამ დიდი შანსის რეალიზაციისთვის თავდადება.
ვულოცავ საკრებულოს არჩეულ წევრებს ხალხის წარმომადგენლობითი მანდატით აღჭურვას და ვუდასტურებ სრულ მზადყოფნას ნაყოფიანი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.
ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით შემდგომ სიახლეებს”-წერს წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე- სრული ვერსია
შემდეგი სტატიაკობახიძე: არავითარი განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება შიმშილობის შემდგომ პერიოდს