გიორგი ხარჩილავა: კოალიციური მთავრობა მოდის არაერთპარტიული გეგმებით!!

“ასი მოგუგუნე ქარხანა”,”უფასო ფული”-ამ გეგმა-დაპირებების ავტორები პროცესში მიწვევენ ჩემს მომავალ სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით!
ძალიანაც კარგი!
როგორც მოგეხსენებათ,ჩვენ საზოგადოებას წარვუდექით ადგილობრივი მთავრობის კოალიციური ფორმირების სტრუქტურული და ადამიანური რესურსებს ერთობლივი გეგმა-პროგრამა-იდეით!
რაც შეეხება ამ უსუსურ ანტიპიარს:
შეკითხვაზე,(ცნობილი პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებიდან),თუ პირველ რიგში რას ვგეგმავდი,ჩემი პასუხი გახლდათ-კოალიციური მთავრობის შექმნა და სრული თვითმმართველობა-სწორედ ამით იწყება კორუფციის, ნეპოტიზმის აღმოფხვრა,სატენდერო ძარცვის მოსპობა,ყველა საბიუჯეტო თეთრზე კონტროლი-სწორედ ესაა ჩემი პირველი რიგის ამოცანა-კორუფციის მოსპობა და ბიუჯეტის მძარცველებიდან რესურსების წალენჯიხის სასარგებლოდ მიმართვა.მაგრამ ამას უფრთხიან,ამის ხაზგასმას ერიდებიან,სწორედ ეს არის “ქართული ოცნების”დრამა-გადაფარონ არსებული მანკიერებანი,ადგილობრივი საბიუჯეტო ბანდიტიზმის სახე და მე წამიყვანონ მსჯელობაში,თუ რამდენ კილომეტრ გზას დავაგებ და სად…მე ზუსტად ვიცი,სად რას გავაკეთებ,ეს პროგრამა უბან-უბანაა დამუშავებული და ეხება მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებს…,ამასთან ვაფიქსირებ-ყველაფრის საფუძველია გამჭვირვალე საქმიანობა არაკორუფციული სისტემით და ქართული ოცნება მოშორდება ხალხის ხარჯზე კეთილდღეობას და ეს რესურსი წავა ხალხისკენ!
როგორც ველოდი,ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა!
სხვადასხვა სიბრტყეებში ვაზროვნებთ,ბატონებო!
პ.ს:კოალიციური მთავრობა მოდის არაერთპარტიული გეგმებით!!
და მე გამოვხატავ სწორედ სრული სპექტრის ხედვებს!!
პ.პ.ს:ჰო,კიდევ..საარჩევნო კამპანიაში უამრავი საკითხია გაშუქებული ბიუჯეტზე,ინფრასტრუქტურაზე და სამომავლო მიდგომებზე!
პ.პ.პ.ს:. 6 პუნქტიანი გეგმის განხილვას არ ვაპირებ!
პ.პ.პ.პ.ს”:ასი ქარხანა”და” უფასო ფული” ყოველთვის მემახსოვრება!-წერს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა.

https://youtu.be/4OlIP8fJiZA

 

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ბაზარში ხანძარია
შემდეგი სტატიახაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია – თბილისის მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში