გიორგი ხარჩილავა: ხელისუფლების სტრატეგია ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან საერთო ერის სტრატეგია შორს იხედება

“რაც უფრო ხმამაღალი იქნება ოპოზიციის ხმა, მით უფრო დაიხევს უკან ხელისუფლება” – ამის შესახებ წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მსვლელობაზე საუბრობს, საიდანაც პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართება.

ხელისუფლების სტრატეგია ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან საერთო ერის სტრატეგია შორს იხედება. თავისუფლებისკენ იხედება და მაგალითმიცემული ადამიანები ზუსტად მიდიან მიზნისკენ. ეს არის პრეზიდენტის თავისუფლება, ეს არის ერის თავისუფლება. ეს უკვე ზოგადი, დიდი, ამაღლებული მაგალითია ამ ადამიანებისთვის და ამ ადამიანებისთვის ეს გამოვლილი გზა შორს მიდის, თავისუფლებისკენ მიდის და ამ გზით მივდივართ თავისუფლების მოედნისკენ.

რაც უფრო ხმამაღალი იქნება ოპოზიციის ხმა, მით უფრო დაიხევს უკან ხელისუფლება და უფრო წამოვა დათმობებზე. ჩვენი საქმე არის მისი ჯანმრთელობის, პრეზიდენტის ჯანმრთელობის, მწყობრ, სამედიცინო ლოგიკაში, სინდისის ლოგიკაში გადაყვანის შესაძლებლობა, – ამბობს გია ხარჩილავა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წინა სტატიაშიგლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში ტომოგრაფიის აპარატი მეორე სართულზე ამწეთი შეაქვთ
შემდეგი სტატიაგვარამია: დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება