გიორგი ხარჩილავა ჯგალის მოსახლეობას მიმართავს

საგანგებოდ!!!
ძვირფასო ჯგალელებო!

მოგმართავთ თქვენიანი,ანუ დედით,მამით ჯგალელი!
საარჩევნოდ უკვე 3 ოპოზიციურმა კანდიდატმა(ჭალე-მუჟავადან 2- მა მაჟორიტარმა,ხოლო (სიით)მესამემ ჯგალიდან, პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის”) მოიხსნა თავი ზეწოლის,შანტაჟის და მუქარის შედეგად!სამივე გახლდათ პედაგოგი ან პედაგოგიური ოჯახიდან!
ამით ყველაფერი ნათქვამია!
დღეს უკვე მთლიანად ჯგალის მოსახლეობის არჩევანში ძალისმიერად ერევიან ზუსტად იგივე პიროვნებები ,რომლებმაც იმოქმედეს-დააშინეს ზემოთხსენებულ მაჟორიტარობის კანდიდატები!
მეტს არაფერს ვიტყვი,პიროვნებებს არ ვასახელებ.პატივს ვცემ ჯგალელობას და ფრჩხილებს არ გავხსნი!!ისედაც გამიგებთ!!
პირადად მე ,სრულიად გასაგები დრამატული მიზეზის გამო ,თავი შევიკავე ჯგალის ცენტრში ჰიპერაქტიური კამპანიისგან.მაგრამ, ზუსტად ვიცი,რა ხდება და რა დონემდე აქვთ საკუთარ თავზე აღებული ამ ადამიანებს ჯგალში ხელისუფლების გამარჯვება ყველაფერზე წასვლის ფასად!!!ნაცვლად იმისა,რომ ეს ადამიანები ზრუნავდნენ ამომრჩევლის განათლების,უსაფრთხოების და სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე,ისინი ოჯახ-ოჯახ თესავენ ბრმა მორჩილებას და ცდილობენ მონაწილეობას სოფლის დამოუკიდებელ არჩევანში!!!

თავმოყვარე ჯგალელებო!
არა-ხელისუფლებას!
არჩევანი-თავისუფალი,გაუტეხელი,მოუსყიდველი ნების სასარგებლოდ!!!- ნათქვამია საგანგებო მიმართვაში, რომელსაც  წალენჯიხის მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ავრცლებს. საგანგებო მიმართვა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიკვარიათში თიბისი მხარდაჭერით ახალი სასტუმრო Litz Resort-ი გაიხსნა
შემდეგი სტატია„დილა მშვიდობისა საქართველოდან“ – მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოშია