წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვიდან, უკვე, ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.
ცნობისთვის, მომხდარზე ექპერტიზის პასუხი, ჯერ კიდევ, გასული წლის ოქტომბერში იყო ცნობილი, სადაც წერია, რომ ხანძრის მიზეზი არ გამხდარა თვითაალება, თუ სხვა ტექნიკური გაუმართაობა. დასკვნის მიხედვით, მანქანა გარეგანი ჩარევით დაიწვა.
წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ, სწორედ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც, მან თქვა, რომ იმ, ქვეყანაში სადაც, მიშა მშვილდაძის და სხვა მსგავსი საქმეები თაროზეა შემოდებული, გამოძიების იმედი არ აქვს.
ხარჩილავას თქმით, ასეთი საქმეების ობიექტურად გამოძიება, სრულად არის დამოკიდებული სისტემის ცვლილებაზე.