ტელეკომპანია „პირველის“ მიერ პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეთა წამების უმძიმესი კადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძეც ეხმაურება. კეკელიძე საზოგადოებას ელემენტარული, თუმცა უმნიშვნელოვანესი მოქალაქეობრივი სიმარტივისკენ მოუწოდებს, რომელიც ძალადობის ერთსულოვან დაგმობას გულისხმობს.
“შენ შეიძლება მოგწონდეს ისეთი ხელოვნება, როგორიც გუშინ ვნახეთ. მოგწონდეს და მოუსმინო. მე შეიძლება სხვაგვარი მომწონდეს და იმას ვუსმენდე. მარტივი საქმეა.
მაგრამ მეც და შენც, თუ მოქალაქედ ყოფნა ავირჩიეთ, არ უნდა მოგვწონდეს ის, რაც ასევე ვნახეთ გუშინ – თუნდაც გუშინწინ მომხდარი. არ უნდა მოგვწონდეს და დავგმოთ. ესეც მარტივი საქმეა. მაგრამ ვატყობ, ჯერაც ბევრი სირთულე უდგას წინ ამ სიმარტივეს”,_ წერს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე.
კადრების ნახვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.















