გიორგი კეკელიძე: მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან

მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან. დღეს საფრანგეთის უძველეს, მაზარინის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ. ჩემმა კოლეგამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა იან სორდერმა გვიმასპინძლა. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევან თაქთაქიშვილი. მოლაპარაკება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა : უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, აქ ახალი ქართული გამოცემების ფონდს შევქმნით და რაც უმთავრესია : ვნახეთ 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი (ვახტანგ მეექვსის სტამბა). ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება. შეთანხმებისამებრ, ძალიან მალე გავაციფრულებთ ( საკმაოდ რთული, სარკისებური სკანერის მეშვეობით) და ისტორიული გამოცემა, ელექტრონული ფორმით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება-წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან გაემგზავრონ თბილისში, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება