გიორგი კეკელიძე: მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ ვირუსის აფეთქება თავიდან ავიცილოთ:
-ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: ,,თუ ჟვინტლი მოგდილარიენ, რას დეეთრევი ჩაში ფეხბურთის სათამაშოთ, დეეგდე სახლში და მეირჩინეო”
აბა, ამგვარ წინადადებას როგორ გაკადრებთ, მაგრამ სხვა ფორმით და იმგვარივე სიყვარულით, რაც იმ ვითომ სალანძღავ სიტყვებში იყო, მოგიწოდებთ, ჩემგან განსხვავებით, ვისაც გარდაუვალი ვალდებულებები არ გაქვთ, დარჩით სახლში. ავიცილოთ თავიდან მძლავრი აფეთქება და დავტოვოთ ვირუსი ნელი გავრცელების რელსებზე!
მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ, – წერს კეკელიძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა