“გუშინ ვფიქრობდი, რა საჭირო იყო პროფესორ გოგა ჩახუნაშვილის დასაჭერად ამხელა რაზმის მობილიზება. ერთ კაცს რომ მიეტანა უწყისი, კანონმორჩილი პროფესორი ულაპარაკოდ გაჰყვებოდა სადაც ეტყოდნენ.
ეს იყო ექიმების დაშინების მცდელობა. რადგან ექიმის პროფესია ყველაზე მოთხოვნადია. ექიმები არ არიან საჯარო მოხელეები რომელთა დაშინება და მართვა გაცილებით იოლია.
ექიმების დაშინება ნიშნავს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე უზარმაზრი სეგმენტის დამორჩილებას.
ყველასთვის ნათელია რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ართმევს თავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს, როდესაც სისტემა ფაქტობრივად ჩამოიშალა და ელემენტარულ დახმარებას ვერ უწევდა მოსახლეობას. პანდემიის დროს 3.7 მილიონიან საქართველოში 17’000 დაღუპული არის ჯანდაცვის სისტემის განაჩენი. კიდევ უფრო უარესია ის ფაქტი რომ არ მომხდარა პანდემიის „გაკვეთილების“ ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე სისტემის რეფორმირება.
ამიტომ აუცილებელია ექიმების კონსოლოდაცია, საკუთარი სამოქალაქო და პროფესიული უფლებებისთვის ბრძოლა, რაც საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება”-წერს ექიმი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში.
















