გიორგი კაპანაძე – ერთადერთი, რასაც ახლა “რუსული ოცნება” აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან

ერთადერთი, რასაც ახლა “რუსული ოცნება” აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაუახლოვდეს რუსეთს და საქართველო დამარცხებულის მხარეს აღმოჩნდეს.

“ერთადერთი, რასაც ახლა „რუსული ოცნება“ აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან.

ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა მიდის წინ და მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისაკენ, არის ტყუილი და ხალხის დამცირება. სინამდვილეში, „რუსული ოცნება“ ანგრევს ხიდებს ცივილიზებულ სამყაროსთან და ცდილობს დაგვაბრუნოს უკან, სიბნელესა და ჭაობში. ერთადერთი, რასაც „რუსული ოცნება“ აშენებს, არის რკინის ფარდა ევროპასთან.

რეჟიმი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაუახლოვდეს რუსეთს და საქართველო აღმოჩნდეს დამარცხებულის მხარეს. ხოლო ხალხი ან ბოლომდე გაღარიბდეს ან წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. სწორედ ეს არის ის, რაზეც წლებია რუსეთი ოცნებობდა – საქართველო ქართველების გარეშე… პუტინის იარაღი დღეს, ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც უარს ამბობს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

პუტინმა ომი უკრაინაში დაიწყო, მაგრამ „რუსული ოცნების“ დახმარებით, საქართველოს იპყრობს და თუ ამ ხელისუფლებას სწრაფად არ შევცვლით, რაც შესაძლებელია თითოეული ჩვენგანის აქტიურობით, თავის ანტიქართულ გეგმებს, ბოლომდე მიიყვანს”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ

banner
წინა სტატიაშიყირიმიდან ჯარის გაყვანა – მიხერილო პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების წინაპირობა დაასახელა
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ნატო-ს გაფართოება პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია