გიორგი კანდელაკმა სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

გიორგი კანდელაკმა სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა

,,დღეს მსურს თქვენი ყურადღება ერთ კონკრეტულ შემთხვევას მივაპყრო. 2016 წლის 19 მაისს რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენელი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა. რუსულმა ოკუპაციამ როგორც ბევრ სხვა ქვეყანას საქართველოსაც უამრავი მსხვერპლი მოუტანა, მაგრამ ეს მკვლელობა განსხვავდება. მკვლელობის ადგილას ახლოს ერთ-ერთი მაღაზიის უსაფრთხოების კამერამ მომხდარი დანაშაული ჩაიწერა. მკვლელი ყანჯი ოღლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალა, ის მხოლოდ სიმბოლურად გაასამართლეს თუმცა ის ახლა თავისუფალია.
რუსეთის მარიონეტი რეჟიმის წარმომადგენლებმა მის მიმართ ყველანაირი დევნა შეწყვიტეს, რადგან მათი თქმით მტკიცებულებები არ გააჩნდათ.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამ საქმეს არ აქცევს ისეთ ყურადღებას, როგორც ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა მიექცეს. ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას რომ დავარეგისტრირო ეს თემა და მოგიწოდოთ თქვენ, ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს რომ ჩართოთ ეს საქმე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში.
რუსეთი ფედერაცია როგორც ოკუპანტი ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს, შესაბამისად სწორედ ისაა პასუხისმგებელი მომხდარ დანაშაულზე.
უმნიშვნელოვანესია რომ დამნაშავე წარდგეს სასამართლოს წინაშე. მკვლელობაში ბრალდებულს უნდა შეეზღუდოს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის საშუალება და არ უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვიზა. სამწუხაროდ, ახლა ეს ასე არაა. შეიძლება ის ახლაც ევროკავშირის ტერიტორიაზეა.
ეს დანაშაულებები არ იქნება დავიწყებული. სამართალი უნდა აღსრულდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.’’

გიორგი კანდელაკი

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი ვერ მოუგებს ნამდვილად – ენძელა მაჭავარიანი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილის შესაძლო კანდიდატურას აფასებს
შემდეგი სტატია“ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მერაბიშვილის გათავისუფლებაა” – გიორგი კანდელაკი