გიორგი კანდელაკმა საპატიმრო დატოვა

ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე, გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლალი მორშკინა წერს.

გიორგი კანდელაკი თავისუფალია და შვილებთან ერთად შეხვდება ახალ წელს! – წერს მოროშკინა.

გიორგი კანდელაკი 17 სექტემბერს, 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. გამოძიების თანახმად, დაკავებულები წლების განმავლობაში კუსტარულად ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში საწარმოდან 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.

banner
წინა სტატიაში“აშშ, ნატო და ევროპა უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს” – უკრაინა-აშშ-ის სამშვიდობო გეგმა
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერები გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში – მასალების 30 ტომეული