გიორგი კანდელაკი:„ქართული ოცნება“ დიდწილად ზუსტადაც რომ კომუნისტური ნომენკლატურის და კგბ-ს ნაზავია

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ქართული ოცნება“ დიდწილად ზუსტადაც რომ კომუნისტური ნომენკლატურის და კგბ-ს ნაზავია. მისი სახეების/დეპუტატების ნაწილი, საკუთარ კომუნისტურ წარსულს მალავს. კი ბატონო, ნაწილი კომპარტიაში ტრივიალურ კომფორმისტულ ამბავში იყო; თუმცა ნაწილი ბევრად უფრო მძიმე და ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო შემთხვევაა-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.

kandela

მაგალითად დეპუტატი კარლო კოპალიანიც გამოდგება, „მართლმადიდებლობის დაცვით“ რომ ცდილობს ყურადღების მიქცევას. ბატონი კარლო კომპარტიაში 1987 წელს აღზევებულა – ანუ როცა რუსი ჯარისკაცები ნიჩბებით დასდევდნენ და კლავდნენ რუსთაველზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ ადამიანებს, ბატონი კარლო ცაგერის რაიონის პარტიული კომიტეტის მდივნის რანგში ამ იდეის წინააღმდეგ მუშაობდა. და სწორედ 1989 წელს, როცა კომპარტიიდან ყველა გარბოდა ბატონ კარლოს გორკის უმაღლეს პარტიულ სკოლაში ლენინიზმის სიმაღლეების დაპყრობა და ეროვნული მოძრაობის განადგურების საკითხში გაწაფვა მოუნდომებია. ბატონი კარლო იქ 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე იქ ყოფილა.
გადავხედოთ ბატონი კარლოს ბრწყინვალე კარიერას.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ყველა მსგავსი მსახურის ბიოგრაფია აუცილებლად უნდა გამომზეურდეს.
ალკკ ცაგერის რაიკომი, ინსრუქტორი (1983 – 1985)
ალკკ ცაგერის რაიკომი, განყოფილების გამგე (1985 – 1986) ცაგერის კოლმეურნეობა, პარტიული კომიტეტის მდივანი (1986 – 1987)
კპ ცაგერის რაიკომი, პარტიული კომიტეტის მდივანი (1987 – 1989)
გორკის უმაღლესი პარტიული სკოლა, მსმენელი (1989 – 1991)-აცხადებს გიორგი კანდელაკი

 

 

banner
წინა სტატიაშითემო მარგველაშვილი დაბადების დღის ბოლოს (ფოტო)
შემდეგი სტატიაპარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთში დაიწყება- მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში იკრიბებიან