გიორგი კანდელაკი:ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ სცოდნოდა

“ეს ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ, ევროპული საქართველო, მთელი ეს წლებია ვსაუბრობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის კომფორტული გახდა საქართველოს ტერიტორია,” – ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ეხმაურება The Daily Mail-ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული, სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

კანდელაკის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი სერიოზული ოპერაცია საქართველოს ტერიტორიიდან ისე განცხორციელებულიყო, რომ ხელისუფლებას არ სცოდნოდა.

“თუ არ იცოდნენ ასეთი სერიოზული ოპერაციის შესახებ, მით უარესი. ესე იგი, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებას კონტროლი აქვს დაკარგული, რაც უბრალოდ, კატასტროფის ტოლფასია”, – ამბობს კანდელაკი.

The Daily Mail-მა ინფორმაცია დღეს, 10 მაისს, გაავრცელა. გამოცემის ცნობით, Hammersmith Medical Research (HMR)-ში დაადასტურეს, რომ 14 მარტს მომხდარი კიბერთავდასხმის შედეგად მოპარულია, პასპორტების დასკანერებული ვერსიები, სადაზღვეო ბარათების და ვიზის დოკუმენტების მონაცემები, პაციენტების ფოტოები, კითხვარები და სამედიცინო ისტორიები.

პარალელურად, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობები ავრცელებენ გაფრთხილებას, ჯანდაცვის სექტორზე კიბერთავდასხმების საფრთხის თაობაზე. მათი თქმით, ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან, ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია. ანალიტიკოსების თქმით, მსგავსი ტიპის აგრესიული ოპერაციები რამდენიმე ქვეყნისაგან მოდის, მათ შორის არიან, რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე ბრიტანეთზე კიბერ-შეტევაზე: საქართველოს ხელისუფლების კრემლთან კავშირს ადასტურებს
შემდეგი სტატიათუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება დიდი სკანდალის საფუძველი