გიორგი კანდელაკი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნი ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნი ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს და ანტიდასავლური აგიტაციითაა დაკავებული.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გამოავლინა და წარმოადგინა ის ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“, სხვადსხვა სფეროებში, ჩვენს ქვეყანას აყენებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს. უფრო კონკრეტულად კი, სულ წოტა ხნის წინ, ჩვენ მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, რომელიც ადასტურებს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიამ მჭედლიშვილი საბჭოთა კავშირის კკბ-ს ნომენკლატურაში მუშაობდა, კერძოდ ის კომპარტიის აგიტაცია-პროპაგანდის გამგე და კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი იყო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი საკუთარ განცხადებაში არ უარყო. ანუ გამოდის, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც ყველა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა აქვს, კკბ-ს თანამშრომელი იყო და დიდი ალბათობით დღეს ოკუპანტ სახელმწიფოზე მუშაობს.

ჩვენი ინფორმაციით, მჭედლიშვილია დაკავებული რუსული პროპაგანდის და ამ პროპაგანდის სახელმწიფო დაფინანსების კოორდინაციით, რომლებიც ანტიდასავლურ და მაშასადამე ანტიქართულ შხამს ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს მედიასაშუელებები, აქტიურობდნენ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდო კადრების გავრცელებაში“ – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე პატიმრობის შეფარდებას უსაფუძვლოს უწოდებს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს ეს ორკესტრირებული ამბები