გიორგი კანდელაკი: სტრასბურგის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად პირნათელია რუსეთის 2008 წლის აგრესიასთან

„მთავრობა სოროშია ჩამძვრალი და იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი.“ – ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პირნათელია 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამბავში, რომ არანაირი ომი საქართველოს არ დაუწყია. ნორმალური მთავრობის პირობებში კიდევ ერთი იარაღი გახდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საკითხის წამოსაწევად, დეოკუპაციის საკითხის წამოსაწევად, დევნილთა საკითხის და მათი ქონების დაბრუნების წამოსაწევად, თუმცა ამის მაგივრად მთავრობა სოროშია ჩამძვრალი, იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი. დე ფაქტო საქართველო კი უკვე რუსეთის სატელიტია, ამერიკული და ევროპული კომპანიები აფხაზეთში ჩვენი დევნილებისთვის წართმეული უძრავი ქონების გაქირავებით აკეთებენ ფულს.“ – განაცხადა კანდეკალმა

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან მშვიდ, თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ; არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას
შემდეგი სტატიავოლსკი: ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია,