გიორგი კანდელაკი : “შეიძლება რაღაც ქაღალდს ხელი მოვაწეროთ, მაგრამ მთავარია რა ხდება რეალურად”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი კურიერის პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე საუბრობს. მის თქმით, მემორანდუმზე ხელის მოწერა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება რეალობაში. მისივე თქმით, რამდენიმე საათის წინ მათი ერთ-ერთი შტაბის ახალგაზრდულის თავმჯდომარეს ქართული ოცნების წევრი ცივი იარაღით თავს დაესხა და დაჭრა.

“საათნახევრის წინ თეთრი წყაროს და გარდაბნის ოლქებში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ნუგზარ წიკლაურის შტაბის წინ მოიჭრა ქართული ოცნების ორი წევრი, ჩვეულებრივი კრიმინალები, ლაშა ხაჭვანი და გიული ჭილაშვილი, რომლებიც ცივი იარაღის გამოყენებით თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მის დას. მათ დაჭრეს ნიკა მჭედლიძე და ცემეს მისი და. მემორანდუმი კი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის, რომ ეს ორი კრიმინალი, ივანიშვილის რეჟიმის სახეები დაუყოვნებლივ იქნენ დაპატიმრებულები, თორე ჩვენ შეიძლება რაღაც ქაღალდს ხელი მოვაწეროთ, ან არ მოვაწეროთ მაგრამ მთავარი ის არის, რომ რა ხდება რეალურად და რა შეიძლება მოხდეს,” – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში“ომის პერიოდში ვართ, რომ მშვიდობის დოკუმენტები ვაანონსოთ?”- გიგლა ბარამიძე “ქართული ოცნების” შემოთავაზებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია(Video) ეს არ არის სუს-ი, ეს არის КГБ- პაატა ბურჭულაძე მოსმენებზე საუბრობს