გიორგი კანდელაკი – საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ერთადერთი წამალია, თუ მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე საქართველოს საკითხი მწვავედ დადგება

region
ავტ.: region სექტემბერი 9, 2019 14:13

გიორგი კანდელაკი – საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ერთადერთი წამალია, თუ მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე საქართველოს საკითხი მწვავედ დადგება

საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ერთადერთი წამალია, თუ რუსეთს, ოკუპანტს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა შეექმნება და მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე საქართველოს საკითხი მწვავედ დადგება, მათ შორის, ევროკავშირის დონეზე მოთხოვნილი იქნება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერების არც ერთ შეხვედრაზე საქართველო არ ყოფილა ნახსენები, რაც „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის „შედეგია“.

„როცა ასეთ დონეზე საქართველოს საკითხი არ დგას, ოკუპანტი რატომ უნდა გაჩერდეს? გამოსავალია, არა კაპიტულაცია და აგრესორის მიმართ დანებება, არამედ დიპლომატიაა“, – განაცხადა კანდელაკმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 9, 2019 14:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics