გიორგი კანდელაკი : სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლა რუსეთისთვის კომფორტული იყო

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, იყო გაშვებული შესაძლებლობა და რეალურად კომფორტული ოკუპანტი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან მითოლოგიაზე ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, იყო გაშვებული შესაძლებლობა და რეალურად კი, ეს იყო კომფორტული გამოსვლა ოკუპანტი ქვეყნისათვის. კომფორტი მიანიჭა მან ოკუპანტ ქვეყანას. რაღაც ზოგადი ფრაზები თქვა. მაგრამ, მაგალითად, დღეს არის სოხუმის დაცემის და აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ტალღის დღე, რომელმაც აფხაზეთიდან განდევნა ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა. ხომ შეეძლო მას ესაუბრა ამ ეთნიკურ წმენდაზე, ხომ შეეძლო ესაუბრა მას ჩვენს დევნილებზე, ხომ შეეძლო მას ესაუბრა ჩვენი დევნილების ქონებრივ უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტრიაზე და დღეს მათთვის წართმეული სახლები და ბინები ქირავდება „ბუქინგქომზე“. ქალბატონ ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა არის საქართველოს თხოვნა მეგობრების მიმართ. არაფერი უთქვამს, რომ საქართველოს საკითხი უნდა იდგეს უმაღლეს დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის. არაფერი უთქვამს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და რაიმე ნაბიჯებზე, რაც უნდა დავუპირისპიროთ პრევენციის სახით, რომ ასეთი მკვლელობები მომავალში აღარ მოხდეს. არაფერი არ უთქვამს იმაზე, უნდა შევიდეს თუ არა საქართველოს ოკუპაციისა და დევნილთა საკითხი რუსეთზე ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაკისრებულ სანქციებზე. მან გამონახა დრო მითოლოგიაზე და ასეთ საკითხებზე სასაუბროდ. ფაქტი სახეზეა, რომ რეალურად რუსეთი ამაზე კომფორტულ გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ვერც იოცნებებდა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეზე – არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : სალომე ზურაბიშვილისგან გაერო-ს ტრიბუნიდან მეტს ველოდი