გიორგი კანდელაკი: რეალური ლეგიტიმაციის მხრივ, ქართული ოცნება უფრო სუსტია, ვიდრე 2012 წელს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ მათემატიკურად გაიუმჯობესა მდგომარეობა პარლამენტში პარტია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე იყო 2012 წელს.

“მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ მათემატიკურად გაიუმჯობესა მდგომარეობა პარლამენტში, რეალური ლეგიტიმაციის, რეალური ხალხის მხარდაჭერის მხრივ, ქართული ოცნება დღეს არის ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე იყო 2012 წელს. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ უკომპრომისო, პოლიტიკური ბრძოლა გავუმართოთ ქართულ ოცნებას, ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად, ყოველდღე და ყოველ საათს იმისათვის, რომ მოვიპოვოთ იმ ადამიანების ნდობა, რომლებიც ან სახლში დარჩნენ ამ არჩევნებზე, ან სხვა პარტიებს დაუჭირეს მხარი პირველ ტურში და მეორე ტურზე არ მოვიდნენ, ან თუნდაც იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც ბოლო მომენტში ჩათვალეს, რომ მაინც ქართული ოცნებისთვის დაეჭირათ მხარი.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიმსახუროთ ამ ხალხის ნდობა და შემდეგ არჩევნებზე უკანონო მეთოდები და ზღვარგადასული უსამართლობაც არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ხელისუფლება”,- განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში„ყველამ თავის ბებიას მიხედოს“ – მოხუცი ქალის თქმით, შვილიშვილები ეხუმრებოდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: არჩევნებზე დამდგარი შედეგი რეალური, პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ეს წინასწარ გათვლილი გვქონდა