გიორგი კანდელაკი – რამდენიმე პარლამენტარმა პარტიისთვის შემოწირულობისთვის მნიშვნელოვანი სესხი აიღო

კოლოსალური დისბალანსია როცა ყველა შემოწირულობის 90 პროცენტი ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე მიემართება – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა აუდიტის სამსახურის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

კანდელაკის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს 13 ათასი წევრი და აქედან რამდენიმემ გაიღო შემოწირულობა.

„პარტიაში 13 ათასზე მეტი წევრია, რამდენიმე ასეულმა წევრმა გაიღო შემოწირულობა, რამდენიმე პარლამენტარმა მნიშვნელოვანი სესხიც აიღო, რადგან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელიც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ცივილიზებულად კატაკლიზმების გარეშე ჩამოშორების გზაზე“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურის ანგარიშს „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ეხმაურებიან
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” პოლიტიკური დიაგნოზია ის, რომ მიღებიდან ერთ კვირაში სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებების შეტანა