გიორგი კანდელაკი : მინდა რჩევა მივცე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თავს სამასხარაოდ ნუ გაიხდიან

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 18, 2019 13:51

გიორგი კანდელაკი : მინდა რჩევა მივცე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თავს სამასხარაოდ ნუ გაიხდიან

მინდა რჩევა მივცე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თავს სამასხარაოდ და აბუჩად ასაგდებად ნუ გაიხდიან,- ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას.

კანდელაკის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რისთვის უხდის კალაძე საერთაშორისო თანამეგობრობას მადლობას.

„ერთი მეორეს მიყოლებით უაღრესად კრიტიკული და მათი გამაცამტვერებელი განცხადებები რომ იდება, ამისთვის უხდის მადლობას? თუ მადლობას უხდის, ყურად იღოს მაგალითად, საქართველოს მხარდამჭერი აქტის ავტორი კონგრესმენის განცხადება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა აშშ-ის კონგრესში, რომელიც დაჟინებით მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და ეს პაკეტი, რაც ჩააგდეს, მივიღოთ. როცა ორი კვირის წინ მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი და ყველანი მადლობას ვუხდიდით მას, ახლა აღარ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი? ან ევროპარლამენტიდან განცხადებები რაც იყო და იქნება, თუ მადლობას უხდის, ყურად იღოს. შავზე თეთრს იძახიან და ვითომ არაფერი. აღარ არის ასე, შავი შავია, თეთრი თეთრია, პარლამენტი არის ბლოკირებული,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, ივნისში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველო შეიცვალა და „ეს ხალხი მის ბატონს ფეხქვეშ აღარასდროს გაეგება.“

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას მმართველი გუნდი აღარ გეგმავს. მან აღნიშნა, რომ „ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე მოვლენებისადმი ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიცია.“

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 18, 2019 13:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics