5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

გიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს.

11:00 საათზე იყო დაბარებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც.

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა „ამფეტამინი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა