გიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მთავრობა და ანტისახელმწიფოებრივი ძალები ერთიანი ფრონტით იბრძვიან

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ეხმაურება მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გენერალ ტრისტან წითელაშვილის საქემზე გამოძიება არ დაიწყება. კანდელაკი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და ანტისახელმწიფოებრივი ძალები ერთ ფრონტზე იბრძვიან.

„ბატონი წითელაშვილი იყო მსჯავრდებული სამშობლოს ღალატისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ის, რომ პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება მისი სრულიად საიდუმლო, ჩვენი შეიარაღებული ძალების ობიექტზე შეშვების და იქ გადაღების უფლების მიცემის გამო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობა და ანტისახელმწიფოებრივი ძალები, იქნება ეს ბატონი წითელაშვილი, ბედუკაძე, რომელსაც დღესაც ხელფასს უხდის ბიძინა ივანიშვილი, გამოდიან ერთიანი ფრონტით საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“ჩვენი პარტიის ოფისებზე განხორციელდა შეტევა”
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: დავით ნარმანიას თავი უნდა შეეკავებინა